საბჭოთა რეალობის აკრძალული ფოტოები

საბჭოთა პერიოდის ფოტოებზე გამოსახავდნენ ბედნიერ ადამიანებს , მუშებს, რომლებიც მომღიმარი სახით პოზირებდნენ , მათი რეალური ყოფა კი კადრს მიღმა რჩებოდა, რადგანაც ფოტოების უმრავლესობა დადგმული, საბჭოთა იდეოლოგიას იყო მორგებული.
ჯგუფი „ТРИВА „ აერთიანდებდა სამ ფოტოგრაფს: ვლადიმირ ვორობიოვს, ვლადიმირ სოკოლაევს და ალექსანდრე ტროფიმოვს. ისინი 70-იან წლებიდან ნოვოკუზნეცკის მეტალურგიულ ქარხანაში მოღვაწეობდნენ.
"ჩვენ ვიღებდით ფოტოაპარატს და უმისამართოდ გავდიოდით ქუჩაში, ამას "თავისუფალ ნადირობას" ვეძახდით , არავითარი წინასწარი გეგმა. ჩვენ ვაფიქსირებდით ქალაქის ისტორიას. მხოლოდ ასეთ რეჟიმში მუშაობის შემდეგ მქონდა მასალებით სავსე ფირი", – იხსენებს ვლადიმირ სოკოლაევი.
მალევე, სოციალისტური ცხოვრების წესის გაშავებისთვის ფოტოგრაფები სამსახურიდან დაითხოვეს ხოლო, ფოტო-აქრივის დიდი ნაწილი გაუნადგურეს და სამივე იძულებული გახდა თავისუფალი ფოტოგრაფები გამხდარიყვნენ .
მხატვრული ღირებულების გარდა, "ტრივას" ფოტოები მნიშვნელოვანია, როგორც ისტორიული დოკუმენტი: "ჩვენ
ვაფიქსირებდით ქალაქის ისტორიას – მოტივაცია რეალური ცხოვრების გადაღება და მომავალი თაობისთვის ისტორიად ქცევა იყო"!
Cjc Photo Hub
ფოტოგრაფიის Online კურსები
შემოქმედებითი ფოტოგრაფიის კურსი
ააწყე სახლში ფოტო სტუდია. განათებით და ფერით მართე მნახველის ემოცია
მეტი
ფოტოგრაფია & ფოტოშოფი
ისწავლე ფოტოს გადაღება
და მათი პროფესიულ დონეზე დამუშავება
მეტი
ფოტოშოფი Online
ფოტოშოფის სასერტიფიკატო, საბაზისო კურსი.
პროფესიულ დონეზე შესასწავლად
მეტი
Made on
Tilda